4-არხიანი ვიდეოსისტემა 4 კამერით და 4 აუდიო შესავლით

4-არხიანი ვიდეოსისტემა 4 კამერით და 4 აუდიო შესავლით
მოდელი: ASG-K4–01
In Stock
ფასი: usd 249.41
usd 249.41

დამატებითი პარამეტრები


* მატრიცა:







რაოდენობა:  
   - OR -   

ვიდეოდაკვირვების 4–არხიანი ბიუჯეტური სისტემა მინი–DVR–ის ბაზაზე.

 

საბაზო სისტემის შემადგენლობა:

1. მინი–DVR 4 ვიდეო– და 4 ხმის შესავლით, 3ტბ–მდე SATA HDD–ს მხარდაჭერით, 1/2 D1 რეალურ დროში ჩაწერით, 120 კ/წმ (NTSC) ან  100 კ/წმ (PAL)

2. დისტანციური მართვის პულტი და მაუსი DVR–ის სამართავად

3. ვიდეოკამერა 4 ცალი 420 TVL CMOS ღამის ხედვით (საბაზო ვარიანტი. შეგიძლიათ შეარჩიოთ უფრო მაღალი ხარისხის კამერები).

4. 12V 5.5A კვების ბლოკი – საჩუქრად.

 


კომპლექტში არ შედის მყარი დისკი. მისი მოცულობის განსაზღვრა ხდება კამერების რაოდენობის, გამოსახულების ხარისხისა და არქივის სასურველი ხანგრძლივობის მიხედვით. საორიენტაციოდ, საბაზო კომპლექტში აღებული ხარისხის 4 კამერის ერთკვირიან არქივს სჭირდება 160 გბ ზომის დისკი.

იმ შემთხვევაში, თუ DVR–დან კამერამდე მანძილი დიდია (50 მ და მეტი), კამერას შეიძლება დასჭირდეს ცალკე კვების ბლოკი (12 V 1 A)  და ე. წ. ბალუნები (განსაკუთრებით დაბალი ხარისხის ან არასტანდარტული კაბელის გამოყენებისას), რომელთა შეძენა ხდება ცალკე. მათ თქვენ იპოვით ჩვენი მაღაზიის აქსესუარების განყოფილებაში.

 


კომპლექტს მოჰყვება სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მოგცემთ საშუალებას სრულად გამოიყენოთ სისტემის შესაძლებლობები (პირდაპირი გამოსახულების ყურება, არქივის ნახვა და ამოწერა და სხვა) როგორც ლოკალურ ქსელში, ასევე ინტერნეტით მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.

ეს კომპლექტი გამოადგებათ მცირე და საშუალო მაღაზიების მფლობელებს როგორც ზოგადად სიტუაციაზე დაკვირვებისათვის, ასევე სადავო სიტუაციებში გარკვევაში. მათი გამოყენება შეიძლება ოფისებსა და საწყობებში, სახლში და აგარაკზე, მოხუცებისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების დასაკვირვებლად და მრავალ სხვა გარემოებაში.

 


კომპლექტი შესანიშნავი გადაწყვეტაა პატარა საბავშვო ბაღებისათვის, რომელთა აღსაზრდელების მშობლებს საშუალება ექნებათ "პირდაპირ ეთერში" ადევნონ თვალყური თავიანთი პატარების გარემოს სახლიდან, სამსახურიდან და ნებისმიერი სხვა ადგილიდან როგორც პერსონალური კომპიუტერის ან ლეპტოპის, ასევე ანდროიდის, აიფონის და სხვა მობილური მოწყობილობების საშუალებით.

საბავშვო ბაღებისათვის მოქმედებს 10%–იანი ფასდაკლება ან განვადების შეღავათიანი პირობები.

 

 

 

ASG

 

თქვენი სახელი:


თქვენი კომენტარი: Note: HTML is not translated!

რეიტინგი: ცუდი           კარგი

შეიყვანეთ ქვემოთნაჩვენები კოდი:



Powered By Assistance service
and OpenCart
dvr.ge - ვიდეოდაკვირვებისა და დაცვის სისტემები © 2020