8-არხიანი ვიდეოსისტემა 4 შიდა და 4 გარე Sony CCD კამერით

8-არხიანი ვიდეოსისტემა 4 შიდა და 4 გარე Sony CCD კამერით
8-არხიანი ვიდეოსისტემა 4 შიდა და 4 გარე Sony CCD კამერით 8-არხიანი ვიდეოსისტემა 4 შიდა და 4 გარე Sony CCD კამერით 8-არხიანი ვიდეოსისტემა 4 შიდა და 4 გარე Sony CCD კამერით
მოდელი: ASG-K8–01
In Stock
ფასი: usd 343.00
usd 343.00

დამატებითი პარამეტრები


* მატრიცა:







რაოდენობა:  
   - OR -   

ვიდეოდაკვირვების 8–არხიანი სისტემა 1 აუდიოარხით.

 

საბაზო სისტემის შემადგენლობა:

1. 8 ვიდეო– და 1 ხმის შესავლით, 3ტბ–მდე SATA HDD–ს მხარდაჭერით, 1/2 D1 რეალურ დროში ჩაწერით, 240 კ/წმ (NTSC) ან  200 კ/წმ (PAL)

2. დისტანციური მართვის პულტი და მაუსი DVR–ის სამართავად

3. ვიდეოკამერა 4 ცალი შიდა Sony CCD ღამის ხედვით და 4 ცალი გარე Sony CCD ღამის ხედვით (შეგიძლიათ შეარჩიოთ უფრო მაღალი ხარისხის კამერები).

4. 12V 10A  და 4 ცალი 12V 1 A კვების ბლოკი – საჩუქრად.

 


კომპლექტში შედის 1 tb მოცულობის მყარი დისკი. საერთოდ მოცულობის განსაზღვრა ხდება კამერების რაოდენობის, გამოსახულების ხარისხისა და არქივის სასურველი ხანგრძლივობის მიხედვით. საორიენტაციოდ, საბაზო კომპლექტში შემავალი 1 ტბ  დისკი უზრუნველყოფს 8 კამერის დაახლოებით 1-თვიან ჩანაწერს 12 კადრი/წამში სიხშირით.

კომპლექტს საჩუქრად მოჰყვება 10–ამპერიანი კვების ბლოკი, რომელიც საკმარისია მთელი კომპლექტის კვებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ DVR–დან კამერამდე მანძილი დიდია (50 მ და მეტი), კამერას შეიძლება დასჭირდეს ცალკე კვების ბლოკი (12 V 1 A)  და ე. წ. ბალუნები (განსაკუთრებით დაბალი ხარისხის ან არასტანდარტული კაბელის გამოყენებისას), რომელთა შეძენა ხდება ცალკე. მათ თქვენ იპოვით ჩვენი მაღაზიის აქსესუარების განყოფილებაში.

 


კომპლექტს მოჰყვება სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მოგცემთ საშუალებას სრულად გამოიყენოთ სისტემის შესაძლებლობები (პირდაპირი გამოსახულების ყურება, არქივის ნახვა და ამოწერა და სხვა) როგორც ლოკალურ ქსელში, ასევე ინტერნეტით მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.

ეს კომპლექტი გამოადგებათ მცირე და საშუალო მაღაზიების მფლობელებს როგორც ზოგადად სიტუაციაზე დაკვირვებისათვის, ასევე სადავო სიტუაციებში გარკვევაში. მათი გამოყენება შეიძლება ოფისებსა და საწყობებში, სახლში და აგარაკზე, მოხუცებისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების დასაკვირვებლად და მრავალ სხვა გარემოებაში.

 


კომპლექტი შესანიშნავი გადაწყვეტაა საბავშვო ბაღებისათვის, რომელთა აღსაზრდელების მშობლებს საშუალება ექნებათ "პირდაპირ ეთერში" ადევნონ თვალყური თავიანთი პატარების გარემოს სახლიდან, სამსახურიდან და ნებისმიერი სხვა ადგილიდან როგორც პერსონალური კომპიუტერის ან ლეპტოპის, ასევე ანდროიდის, აიფონის და სხვა მობილური მოწყობილობების საშუალებით.

საბავშვო ბაღებისათვის მოქმედებს 10%–იანი ფასდაკლება ან განვადების შეღავათიანი პირობები.

 

 

 

ASG

 

თქვენი სახელი:


თქვენი კომენტარი: Note: HTML is not translated!

რეიტინგი: ცუდი           კარგი

შეიყვანეთ ქვემოთნაჩვენები კოდი:



Powered By Assistance service
and OpenCart
dvr.ge - ვიდეოდაკვირვებისა და დაცვის სისტემები © 2020